ძველი ამბავია, რომ საქართველოს დედაქალაქი 2022 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძელი იქნება გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად. ევროპირველობა 1-18 სექტემბერს გაიმართება, თიბილისი კი, ერთ-ერთ ჯგუფს 1-7 სექტემბერს უმასპინძლებს.
თბილისის ჯგუფში კი რუსეთის ნაკრები ითამაშებს. ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიაში ითამაშებს.
საქმე ისაა, რომ თითოეულ მასპინძელს უფლება აქვს ერთი ნაკრები აირჩიოს, რომელიც მის ქვეყანაში ითამაშებს. ეს ძირითადად შემოსავალზეა გათვლილი. გუნდები ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, საიდანაც მეტ გულშემატკივრებს ელიან. ჩვენებმა არჩევანი ლიეტუვაზე შეაჩერეს. იგივე გააკეთეს გერმანელებმაც. საბოლოოდ, ბალტიისპირელებმა არჩევანი გერმანიაზე გააკეთეს.
ამასთან, ლიეტუვა მეორე კალათაში იყო. მისი არჩევით სასურველ სტუმარსაც მივიღებდით და კიდევ ერთ ძლიერ მეტოქეს ავირიდებდით. შედეგად მოხდა ის, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე კალათიდან მეტოქეებად დარჩა რუსეთი, იტალია და ჩეხეთი. რადგან იტალია და ჩეხეთი ჩვენსავით ევროპირველობის თანამასპინძლები არიან და ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებიან, დაგვრჩა რუსეთი. ეს ყველაფერი 29 აპრილს ოფიციალურად დადასტურდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 18:13კვერნაძის და ბუდუს მესამე [VIDEO]…
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
