ხუთშაბათს, 20 მაისს, „ბარსელონას” გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შვედეთის ქალაქ მალმიოში მარჯვენა მუხლის მყესის მკურნალობას შეუდგება. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა. ზემოთ თქმული იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენი გამოტოვებს ლა ლიგის ბოლო თამაშს „ეიბარის” წინააღმდეგ და, რაც მთავარია, მთელს ევროპის ჩემპიონატს. გერმანელი გოლკიპერის მკურნალობას ექიმი ჰაკან ალფრედსონი წარმართავს. მას „ბარსელონას” ექიმები დაეხმარებიან....
ჭდე: ევრო 2022
ჰენდერსონი ევროს, ლივერპული კი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მას გამოჯანმრთელებისა არაფერი ეტყობა. ვარჯიშის განახლებამდე შესაძლოა კვირები იყოს წინ. ინგლისის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატს ხორვატიასთან მატჩით 44 დღეში იწყებს. კლოპმა თქვა: „სანამ ჰენდერსონი ვარჯიშს შეუდგება, ჯერ ბევრი ეტაპია გასავლელი. მწყობრში ჩადგომამდე შორი გზაა”. „ლივერპული” სეზონის ბოლო მატჩს 23 მაისს „კრისტალ...
რუსეთი თბილისში ითამაშებს!
ძველი ამბავია, რომ საქართველოს დედაქალაქი 2022 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძელი იქნება გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად. ევროპირველობა 1-18 სექტემბერს გაიმართება, თიბილისი კი, ერთ-ერთ ჯგუფს 1-7 სექტემბერს უმასპინძლებს. თბილისის ჯგუფში კი რუსეთის ნაკრები ითამაშებს. ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიაში ითამაშებს. საქმე ისაა,...
ინგლისელების სავარდო და სამაისო
ამ სეზონში, ინგლისში სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 17 მაისს ჩარაზული ჭიშკრები გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ 23 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, თითოეულ თამაშს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი დაესწრება — სარბიელთა ტევადობის 25 პროცენტი. და ეს საუცხოო ცნობაა ინგლისის ფეხბურთის ლიგის ანუ ქვედა ეშელონის კლუბებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში მათ ფლეი-ოფები...
არ გამოვიდა!
ფლეი ოფი ორი თამაშისგან შედგება, ორი თამაში კი ოთხი ტაიმია. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინელებს თბილისსა და რიიჰიმიაკიში სამი ტაიმის განმავლობაში თანაბრად დაუდგა, მეოთხეში კი, სამწუხაროდ ჩვენს გუნდს დაუდგა ყველაფერი ყირაზე. მიზეზს, რასაკვირველია მშვიდად გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა აღარ იყო. ასეა თუ ისე, ფლეი-ოფამდე მოსასვლელად ქართველებს მთელი წლის განმავლობაში...
დღეს ფინეთში საქართველო იბრძვის
დღეს, 18 საათზე, რიიჰიმიაკიში საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩს გამართავს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. ხუთშაბათს, 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში პირველი მატჩი დამთავრდა 24:24. იმ შემთხვევაში თუ მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდება, გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომელმაც მეტოქის მოედანზე მეტი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი გადავა მთავარ შესარჩევ ეტაპზე,...
სუ ომი! საქართველო კვირას ელოდება
24:24! კვირას, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში, საქართველოს დროით 18 საათზე, საპასუხო მატჩს ველით. სტრიმს ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელესაიტი გადასცემს: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054 თბილისის სპორტის სასახლეში კი დრამატული მატჩი ვიხლეთ, რომლის მსვლელობისას ანგარიში თორმეტჯერ(!) გათანაბრდა და თუ ამ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფრე ლოგიკური შეგედი იყო. კიდევ, ცხელ გულზე რაც გვახსენდება, კარის ძელის მუხანათობაა — აშკარად ფინელებისკენ იყო. მარტო გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ამ...
19 საათზე სპორტის სასახლეში
ხვალ, ხუთშაბათს, 16 იანვარს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ხელბურთში ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის შეხვედრა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. საპასუხო მატჩი 19 იანვარს ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიშია დანიშნული. ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები 20 წელიწადია არ მდგარა. თუ სერბი მწვრთნელის ნიკოლა მაქსიმოვიჩის მომზადებული ქართველთა გუნდი ფინეთს დაამარცხებს, მოხვდება მთავარ შესარჩევ ეტაპზე, სადაც...
ქართველებს შანსი მაინც აქვთ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევრო 2022-ზე მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს. მართალია, გუნდმა პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და როგორც გამარჯვებული ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ შეჯიბრების ფორმატი მოწყალეა. კერძოდ, A ჯგუფის გამარჯვებულ ლუქსემბურგსა და B ჯგუფის გამარჯვებულ კვიპროსს შესარჩევის მეორე ეტაპზე უნდა დაემატოს კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობა „ჩელენჯ ტროფიზე” გაირკვევა. „ჩელენჯ ტროფიში” კი ჯგუფებში...
საქართველომ მეორეც მოიგო
საქართველოს ნაკრებმა მალტაში, ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო. ამჯერად ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანს აჯობეს 30:25. მალტასთან თამაშისგან განსხვავებით ქართველებისთვის მეორე შეხვედრა იოლი გასეირნება არ გამოდგა. ამის დასტური თუნდაც პირველი ტაიმის ანგარიშია — 16:15 საქართველოს სასარგებლოდ. თან, ტაიმის ბოლო გოლი ჩვენებმა სასტვენამდე 2 წამით ადრე გაიტანეს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე...







