მალტაზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპი მასპინძლებთან 48:21 გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, კვიპროსი და აზერბაიჯანი. კვიპროსმა აზერბაიჯანს 25:17 მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული შემოდგომაზე შესარჩევი შეჯიბრების მეორე, ფლეი-ოფის ეტაპზე გადავა. მალტის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებს აშკარად შეეძლოთ შეხვედრის კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ყველაზე მეტი, 11 გოლი, ქართული...