ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, სიახლეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც. გუნდის გაძღოლა რამაზ სვანაძეს ანდეს. გეხსომებათ, სვანაძე საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი იყო ესტონეთთან მატჩისას, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა.
39 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.
ჩვენ, როგორც მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს და სვანაძეს 2 წელიწადი აქვს გუნდის მოსამზადებლად. საამისოდ, სვანაძე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამოიყენებს, რადგან გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თავისუფალია.
სვანაძემ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა, საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვასილ მასიურაძეს, სავარაუდოდ ის ეროვნულ გუნდში ვილი სანიოლის თანაშემწედ იმუშავებს. ისევე როგორც ზურაბ ხიზანიშვილი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
