საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, საბოლოო 23-კაციან განაცხადს კი მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს. ახალგაზრდულის რამდენიმე მოთამაშე ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება. ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომლებიც 21-წლამდე გუნდის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში დასახელდებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს...
ჭდე: რამაზ სვანაძე
ქართველი ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს…
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების მომავალ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა და ცალკე შეეხო რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლუკა გაგნიძის საკითხს: „ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ვცდილობთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული და საინტერესო ამხანაგური თამაში გველოდება, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან...
ნაცნობი სახეები ერთი დებიუტანტით
სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტგალიას შეხვდება, 27-ში კი სტამბოლში თურქეთს. ამ თამაშებისთვის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრებში ერთი დებიუტანტია – „თელავის“ 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე. მეკარეები თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი). მცველები ივა...
ახალგაზრდულის ახალი თავი
ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, სიახლეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც. გუნდის გაძღოლა რამაზ სვანაძეს ანდეს. გეხსომებათ, სვანაძე საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი იყო ესტონეთთან მატჩისას, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა. 39 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩვენ, როგორც მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს...
ელიტა ევროპამდე
2020 წლის მარტი, საფეხბურთო ბატალიებით მართლაც რომ დატვირთული იქნება. 26 მარტს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი ელის – ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალი. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თუ ივარგეს, ხუთ დღეში, ვინძლო, ნანატრ ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც გამოკრან ხელი, თუმცა, მარტში ქომაგებს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ნერვიულობა არ მოუწევთ. იმავე პერიოდში, საქართველოს 17 და...



