საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის ემზადება.
ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 მარტს ლატვიას უმასპინძლებენ, ხოლო 31 მარტს – მალტას. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
21-წლამდელების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – სვანაძის რჩეულთა შორის სამი დებიუტანტია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“) და ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“).
ტრავმის გამო შეკრებას „ნიუკასლის“ ფორვარდი ვახტანგ სალია და „დილას“ თავდამსხმელი დავით გოცირიძე გამოაკლდნენ.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).
მცველები: გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („ვაილე“, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი ფოთი 1913“), დავით ბუკია („ტორპედო ქუთაისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე („დინამო ბათუმი“), ალეკო ბასილაძე („ტორპედო ქუთაისი“), საბა გეგიაძე („სპაერი“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი („ტრენჩინი“, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999“).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო ქუთაისი“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე ტყიბული“), ლუკა პარკაძე („აუსტრია ზალცბურგი“, ავსტრია).
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
