ანდრია ბართიშვილმა ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ეს ინფორმაციას ინგლისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა. ახალგაზრდა ქართველი ინგლისის ჩემპიონს ოფიციალურად 2027 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მას შემდეგ, რაც ის 18 წლის გახდება. მანამდე კი ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი იჯარით საქართველოს ჩემპიონ თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს, რომელიც 15 ოქტომბრიდან კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე დაიწყებს გამოსვლას.
ჭდე: ანდრია ბართიშვილი
ქეცბამ მეორედ წააგო
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ახალწვეულ „სპაერს“ 17 წლის ქართული ფეხბურთის იმედის, ანდრია ბართიშვილის პენალტით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. ეს ბართიშვილის მეორე გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. კიდევ ორი მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიტანა. ქულების დაკარგვის მიუხედავად, „იბერია“ 31 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს და ორი პუნქტით უსწრებს „რუსთავს,“ რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო,...
ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის ემზადება. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 მარტს ლატვიას უმასპინძლებენ, ხოლო 31 მარტს – მალტას. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 21-წლამდელების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – სვანაძის რჩეულთა შორის სამი დებიუტანტია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“)...
სრული ტური
გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“ თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა:...



