საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩით დაიწყო და ფრედ, 1:1 ითამაშა. დასაწყისში საქართველო უკეთესი იყო და გოლიც ლიგიკურად გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაბრიელ სიგუა გაერკვა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ნელ-ნელა უპირატესობა ჩრდილოელთა მხარეს გადავიდა. პირველ ტაიმში კარი მშრალად შევინახეთ. თუმცა, მეორეში სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს. მატჩის...
