ჭდე: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

Home საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
სვანაძის 23…
ჩანაწერი

სვანაძის 23…

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სექტემბერსში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს – 5 სექტემბერს ბათუმში მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ, ხოლო 9 სექტემბერს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. მოახლოებულ შეხვედრებს, დისციპლინარული სანქციის გამო – გიორგი მაისურაძე (გაძევება) გამოტოვებს, ტრავმის გამო კი გუნდს – ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი) და გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) დააკლდებიან....

გორდეზიანის ნაცვლად გვასალია…
ჩანაწერი

გორდეზიანის ნაცვლად გვასალია…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს, წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო პაოკ-ის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად გუნდს ფოთის „კოლხეთი 1913“-ის შემტევი, დემეტრე გვასალია დაემატა. მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია),...

ახალგაზრდული ბათუმში ემზადება…
ჩანაწერი

ახალგაზრდული ბათუმში ემზადება…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით გუნდმა დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშა. ტრავმის გამო, მოახლოებულ მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნული პაოკ-ის ფორვარდი – ვასილიოს გორდეზიანი ვერ დაეხმარება. ნაკრბმა საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით დაიწყო, ლეგიონერები...

მთავარია ხასიათი…
ჩანაწერი

მთავარია ხასიათი…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში მოლდოვის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება. გუნდი ამ მატჩისთვის „ზიმბრუს“ საწვრთნელ კომპლექსში ემზადება. ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებს „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა. მთვარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე კომენატარი გააკეთა მოახლოებულ მატჩთან დაკავშრებით და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას მოიგებს. „მოლდოვასთან მნიშვნელოვანი თამაში გავქვს. ვეცდებით, საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. მოსამზადებლად დრო გვქონდა და მიმაჩნია,...

პირველი მოგება ახალ შესარჩევში
ჩანაწერი

პირველი მოგება ახალ შესარჩევში

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში, გიბრალტარი 2:0 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გუნდი თავიდანვე დიდ უპირატესობას დაეუფლა და მე-10 წუთზე ანგარიშიც გახსნა – საბა ხვადაგიანის პასით თავი ოთარ მამაგეიშვილმა გამოიჩინა, ექვს წუთში კი ზურაბ რუხაძის პასით ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გაიტანა ნაკრების დებიუტანტმა ვასილიოს გორდეზიანმა, რომელიც საბერძნეთის პაოკ-ის აღზრდილია. მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს...

ახალი ახალგაზრდული…
ჩანაწერი

ახალი ახალგაზრდული…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისში, გიბრალტარის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს, 12 სექტემბერს კი კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება. 21-წლამდე ნაკრები ამ შეხვედრებისთვის მზადებას 2 სექტემბერს დაიწყებს, 8-ში კი გუნდი მოლდოვაში გაემგზავრება. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა...

მამარდაშვილი 21-წლამდელთა ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჩანაწერი

მამარდაშვილი 21-წლამდელთა ჩემპიონატს დაემშვიდობა

დამთავრდა გიორგი მამარდაშვილის თავგადასავალი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში და მალე ის მთელი ყურადღებით „ვალენსიაზე” გადაერთვება. მან დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის წარმატებაში, მაგრამ მეოთხედფინალში 120 წუთის შემდეგ ქართველებმა წააგეს ისრაელთან. ისინი უპირატესობას ფლობდნენ და შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეტოქემ პენალტებით გაიმარჯვა. „ვალენსიას” მეკარეს კი იღბალმა ზურგი აქცია. „ვალენსიას” გოლკიპერი 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მქუხარე სახელი...

ვალენსიას სამი ფეხბურთელი მეოთხედფინალში
ჩანაწერი

ვალენსიას სამი ფეხბურთელი მეოთხედფინალში

„ვალენსიას” ფეხბურთელები უგო გილამონი, გიორგი მამარდაშვილი და ანდრე ალმეიდა საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდნენ. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა B ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. მან აბელ რუისის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:2 ითამაშა მეორეზე გასულ უკრაინასთან. უგო გილამონი ამ შეხვედრაში კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და კაპიტნის სამკლაურიც ეკეთა. გილამონმა უკრაინის კარში...

მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიას ქმნის
ჩანაწერი

მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიას ქმნის

გიორგი მამარდაშვილს საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდებული დებიუტი ჰქონდა. „ვალენსიას” მეკარემ თბილისში, პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ბელგიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფრის წყალობით საქართველოს გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერობს. ქართველებმა შეხვედრა სიხარულის ცრემლით დაასრულეს. მიზეზი: გოლი, რომლის წყალობითაც შეხვედრა ფრედ დასრულდა გიორგი გულიაშვილმა 87-ე წუთზე გაიტანა. ახლა ისინი A...

ევრომზადება დაიწყო…
ჩანაწერი

ევრომზადება დაიწყო…

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში დაიწყო. 21-წლამდელებმა 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. სამნი –  გიორგი კვერნაძე („ბათუმი“), გიორგი ლომთაძე („გაგრა“) და ლუკა ხორხელი („სამგურალი“) გუნდთან ერთად არ არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იქ გაჩნდებიან. 15 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს უმასპინძლებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის...