საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სექტემბერსში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს – 5 სექტემბერს ბათუმში მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ, ხოლო 9 სექტემბერს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
მოახლოებულ შეხვედრებს, დისციპლინარული სანქციის გამო – გიორგი მაისურაძე (გაძევება) გამოტოვებს, ტრავმის გამო კი გუნდს – ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი) და გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) დააკლდებიან.
საქართელოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
ექვსი ტურის შემდეგ, საქართელოს ნაკრები 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.
5 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – მოლდოვა
9 სექტემბერი, 22:00 | ნიდერლანდები – საქართველო
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
