დამთავრდა გიორგი მამარდაშვილის თავგადასავალი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში და მალე ის მთელი ყურადღებით „ვალენსიაზე” გადაერთვება.
მან დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის წარმატებაში, მაგრამ მეოთხედფინალში 120 წუთის შემდეგ ქართველებმა წააგეს ისრაელთან. ისინი უპირატესობას ფლობდნენ და შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეტოქემ პენალტებით გაიმარჯვა. „ვალენსიას” მეკარეს კი იღბალმა ზურგი აქცია.
„ვალენსიას” გოლკიპერი 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მქუხარე სახელი იყო და იმავდროულად ის გახლდათ ტურნირის აღმოჩენის, საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშე. შეჯიბრების მსვლელობის დროს — პირველი მატჩის გარდა, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია — მან დიდებულად ითამაშა, 13 დარტყმა მოიგერია და სვანაძის გუნდის ბოლო შეხვედრაში, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების MVP გახდა.
თუმცა, მეკარე კვლავ ვერ ვერ გაუმკლავდა თავის ყველაზე დიდ პრობლემას: პენალტებს. მან ოთხი მატჩისშემდგომი დარტყმიდან ერთიც ვერ აიღო და კარიერას განაგრძობს როგორც გოლკიპერი, რომელსაც პენალტი არასდროს მოუგერიებია. 120 წუთის განმავლობაში უბადლო, გადამწყვეტ მომენტში წარუმატებელი გამოდგა.
ვინსენტ ბურგუეტე superdeporte
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
