საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში მოლდოვის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება. გუნდი ამ მატჩისთვის „ზიმბრუს“ საწვრთნელ კომპლექსში ემზადება.
ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებს „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.
მთვარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე კომენატარი გააკეთა მოახლოებულ მატჩთან დაკავშრებით და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას მოიგებს.
„მოლდოვასთან მნიშვნელოვანი თამაში გავქვს. ვეცდებით, საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. მოსამზადებლად დრო გვქონდა და მიმაჩნია, რომ გუნდი თამაშისთვის მზად არის.
შეხვედრა იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს 21-წლამდელთა ახალი თაობის პირველი გასვლითი მატჩია. მათგან ველოდები ხასიათის გამოვლენას და იმ გასვლითი თამაშებისთვის საჭირო მენტალურ მდგრადობას“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოსა და მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი კიშინიოვში, „ზიმბრუს“ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ნაკრებმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო (2:0). გოლები ოთარ მამაგეიშვილმა და ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
