გიორგი მამარდაშვილს საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდებული დებიუტი ჰქონდა. „ვალენსიას” მეკარემ თბილისში, პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ბელგიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფრის წყალობით საქართველოს გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერობს.
ქართველებმა შეხვედრა სიხარულის ცრემლით დაასრულეს. მიზეზი: გოლი, რომლის წყალობითაც შეხვედრა ფრედ დასრულდა გიორგი გულიაშვილმა 87-ე წუთზე გაიტანა. ახლა ისინი A ჯგუფს 4 ქულით ლიდერობენ. ბელგიელებს და ჰოლანდიელებს 2 ქულა აქვთ, პორტუგალიელებს კი მხოლოდ ერთი.
საქართველოს ნაკრების მეკარემ, რომელსაც პირველ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, მთელი 90 წუთი მოედანზე დაჰყო და დაცვას საიმედოობა შეჰმატა. გაშვებული გოლების დროს ის ვერაფერს გახდებოდა. დე კუიპერმა ანგარიში მე-15 წუთზე საჯარიმოს შიგნიდან, ახლო მანძილიდან გახსნა, რამაზანის მეორე გოლის დროს (38-ე წთ) კი ბურთი მთელმა გუნდმა გაატარა.
ვალენსიელმა თავისიანებს გამოცდილება შესძინა, მაგრამ დროის გაყვანისთვის 94-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
შემდეგი შეხვედრა გიორგის სამშაბათს აქვს, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. თუ მატჩი ფრედ დამთავრდება, დაიწერება ისტორია და საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავა.
ანდრეს გარსია superdeporte.es
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
