გიორგი მამარდაშვილს საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდებული დებიუტი ჰქონდა. „ვალენსიას” მეკარემ თბილისში, პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ბელგიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფრის წყალობით საქართველოს გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერობს. ქართველებმა შეხვედრა სიხარულის ცრემლით დაასრულეს. მიზეზი: გოლი, რომლის წყალობითაც შეხვედრა ფრედ დასრულდა გიორგი გულიაშვილმა 87-ე წუთზე გაიტანა. ახლა ისინი A...
