„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს.
სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა.
წიტაიშვილმა შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა. არსებითად „მეცის’’ სამი გოლიდან ორი მისი პასით გავიდა – ნათან მბალას შემდეგ კუფი კოაოსაც ქართველმა ჩააწოდა, მაგრამ გზად ბურთი ოდნავ შეეხო მცველს და ტექნიკურად საგოლე პასად არ ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ თავიდან „მეცი’’ 0:2-ს აგებდა და წიტაიშვილის პასებით გატანილმა გოლებმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3 წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს, მაგრამ 88-ეზე აბუაშვილმა ერთხელაც გაათანაბრა. და როდესაც „მეცი’’ შეხვედრის მოსაგებად მთელი ძალით წინ წავიდა, „ტულუზმა’’ გამარჯვების გოლი შეაგდო.
ქართველი ფეხბურთელების თამაში ასე შეფასდა
წიტაიშვილი: flashscore – 8.2 (თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება); sofascore – 8.1 (თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება); whoscored – 7.9 (მეორე შეფასება თანაგუნდელთა შორის); fotmob – 8.4 (თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება)
აბუაშვილი: flashscore – 7.0; sofascore – 7.3; whoscored – 6.9; fotmob – 7.0
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
