კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეიძლება ერთ შეხვედრაში თანაგუნდელები იყვნენ. შეხსენება არ სჭირდება იმას, რომ ეს ორი დიდი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთში მთელი ეპოქის მანძილზე დომინირებდა და ერთმანეთთანაც უშეღავათო კონკურენცია ჰქონდათ გამართული.
მესი და რონალდუ კლუბებსა თუ ნაკრებებში 37 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ახლა კი არგენტინულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად მათ ერთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს კარლოს ტევესისადმი მიძღვნილ მატჩშია მოსალოდნელი – 42 წლის ტევესი ორივეს თანაგუნდელი იყო. მან ფეხბურთის თამაშს 2021 წელს დაანება თავი. ბოლო ის „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას იცავდა.

TYC Sports-მა გაავრცელა ცნობა, რომ ტევესმა გადაწყვიტა კარიერის გამოსათხოვარი შეხვედრა მოაწყოს, რომელიც „ლა ბომბონერას“ 57 ათასიან სტადიონზე გაიმართება. წინასწარ მატჩის ჩატარების თვედ დეკემბერია დათქმული. ტევესი აპირებს ერთმანეთს (როგორც პროფესიული ასევე პირადი ცხოვრებიდან) მეგობრების და სხვადასხვა დროს თანაგუნდელების გუნდები დაუპირისპიროს.
ტევესი მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში გამოდიოდა, რონალდუსთან ერთად კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ იყო. მოწვეულ 60 კაცში იქნებიან „კორინთიანსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მოთამაშეები.
რომელ გუნდში ითამაშებს მესი? ეს ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ მისი და რონალდუს ერთ მხარეს თამაშის თეორიული შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
სიახლეები06/09/2026 | 08:18ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა!
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 07:09საფონოვს შეცდომის უფლება აღარ აქვს
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
