ბუნდესლიგის ჩემპიონმა „ბაიერნმა“ ბოლო 59 შეხვედრაში პირველად ვერ გაიტანა გოლი. ეს გუშინ გელზენკირხენში, „შალკესთან“ უგოლოდ დამთავრებულ შეხვედრაში მოხდა.
ორი აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან კოლუმბიელმა ლუის დიასმა. პირველ ეპიზოდში 29 წლის თავდამსხმელს მეტოქის მეკარისთვის ლორის კარიუსისთვისღა უნდა ეჯობნა, მაგრამ ვერ შეძლო, მეორეჯერ კი მან გოლკიპერისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ მცველმა გამოიტანა.
„შტუტგარტთან“ 5:1-ისა და თასზე „ოსნაბრუკთან“ 4:1-ის შემდეგ მიუნხენელთა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ გადაწყვიტა შემადგენლობა გადაეხალისებინა ― ჰარი კეინი და მაიკლს ოლისე „შალკესთან“ შეხვედრას თავიდან სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ თვალს. „ბაიერნი“ ბურთს ფლობდა, მაგრამ ბურთის გორება ყოველთვის წარმატების საწინდარი არ არის.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ რეალური ზეწოლა მხოლოდ ოლისესა და ჯამალ მუსიალას გამოჩენის შემდეგ მოაწყო, როდესაც თამაშის დამთავრებამდე 35 წუთი რჩებოდა.
მუსიალა სეზონის წინ ორ შეხვედრაში გადატანილი ეპილეფსიური შეტევის შემდეგ პირველად შეიყვანეს შეხვედრის განაცხადში.
კეინისთვის ეს იყო 96-ე მატჩი ბუნდესლიგაში, სადაც მას მას 100 გოლამდე ორი აკლია. ეს უნიკალური შედეგია, რადგან აქამდე 100 გოლი ყველაზე მალე დიტერ მიულერს 129 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი.
აქვე დავძინოთ, რომ ინგლისელს „შალკემდე“ ბუნდესლიგის 20 გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები და მათთვის ერთი გოლი მაინც ჰქონდა გატანილი. „შალკესთან“ კეინმა პირველად მოსინჯა ძალა და ვერ შეუგდო. ამ მხრივ რეკორდსმენი გახლავთ მიროსლავ კლოზე, რომელმაც ბუნდესლიგის 28 სხვადასხვა გუნდს გაუტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
სიახლეები06/09/2026 | 08:18ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა!
