ლევან ყენია ისევ აპირებს თამაშს… მან წლეულს გამოაცხადა, რომ კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ერთ დროს უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმებმა ძალიან აწვალა, ახლა 31 წლისაა. ყენია გერმანიის რანგით მეოთხე ლიგის „იურდინგენში“ მუშაობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. „იურდინგენი“ ტრადიციული კლუბია, 80-იანებში ჰქონდა საუკეთესო წლები და თასების თასის ნახევარფინალშიც იყო. ეგაა, ფინანსური კუთხით მძიმე პერიოდი უდგას, პანდემიის...
ჭდე: შალკე
კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია
საიტმა Transfermarkt.de ბუნდესლიგის ახალი საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. შედეგი კურიოზული გამოვიდა: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „ვერდერი” და „შალკე”. „დორტმუნდის” ფორვარდის ფასი აქამდე 110 მილიონი ევრო იყო, გაძვირების შემდეგ კი 130 მილიონი გახდა. ამრიგად, ჰოლანდი „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპე 160 მილიონი ევრო...
ფანებმა შალკე არბენინეს
გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილიფელდის „არმინიამ” საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შედეგად, დარჩენილი ტურების მიუხედავად, „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. კატასტროფულმა სეზონმა „შალკეს“ ქომაგების განრისხება გამოიწვია და მათ ფეხბურთელებზე ფიზიკურად გაიწიეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორ შველიან გაქცევით თავს ფეხბურთელები.
შალკეს მწვრთნელს ფეხბურთელები აგდებენ
საინტერესო სიტუაცია შეიქმნა გერმანული გელზენკირხენის „შალკეში“. ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის კრისტიან გროსის გაშვებას ითხოვენ. ბოლო წერტილად რურის დერბიში „დორტმუნდთან“ 0:4 იქცა. ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი აზრით, შვეიცარიელს ცუდი ვარჯიშები აქვს, სუსტი ტაქტიკოსია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი ფეხბურთელების სახელებს ვერაფრით იმახსოვრებს. მენეჯმენტმა გუნდს უარი უთხრა, მაგრამ ყველას ესმის, რომ გროსის გაშვება მხოლოდ დროის...
გოლების მანქანა
„შალკესთან” შეხვედრაში 20 წლის ერლინგ ჰოლანდმა კვლავ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მატჩში, რომელიც „დორტმუნდმა” სტუმრად 4:0 მოიგო, ნორვეგიელმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელთაგან პირველის მსგავსი გულშემატკივარს ძალიან უყვარს. შესანიშნავად ითამაშა ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომაც, რომელმაც ერთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ სანჩოც 20 წლისაა, მაგრამ როდესაც მე-80 წუთზე „დორტმუნდმა” კაპიტანი მარკო...
შალკე: შეხვედრა წარსულთან
გერმანულ „შალკეს“ საშინელი სეზონი აქვს და გამოსავალს ეძებს. ასეთ გამოსავლად კლუბის ხელმძღვანელობამ „აიაქსის“ 37 წლის ფორვარდი კლას-იან ჰუნტელაარი მიიჩნია. თავის დროზე, „შალკემ“ „მილანიდან“ ჰუნტელაარის წასაყვანად14 მილიონი გადაიხადა. 2010-2017 წლებში ნიდერლანდელმა შემტევმა „შალკეს“ მაისური 240-ჯერ მოირგო, 126 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება ვეტერანი ფორვარდის წლევანდელ მონაგარს, ერედივიზიონის 15 მატჩში 5 გოლი და...
გასახდელში ბოთლი ისროლეს
ბრაზილიელი მათეუს კუნია „ჰერტაში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 21 წლისაა, თავდამსხმელია და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით თამაშის მოგება შეუძლია. თუმცა, მას, როგორც ბევრს ბრაზილიელს, ხასიათის ცვალებადობა ახასიათებს. სტაბილური არ არის, რასაც გერმანიაში მაინცდამაინც არ მისალმებიან. „ჰერტას” მწვრთნელზე, ბრუნო ლაბადიაზე, კუნიას ასეთი ქცევა ეტყობა ძალიან მოქმედებს. ერთი მხრივ მას ფორვარდის თამაში მოსწონს და მისგან ბევრს ელის, მეორე...
სამარცხვინო! შემთხვევითი! უნიათო!
„შალკეს” სპორტულ დირექტორს იოჰენ შნაიდერს უნდა, რომ გელზენკირხენის კლუბის ფანებმა, ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა, ერთი სიტყვით ყველამ ვისთვისაც ეს კლუბი ძვირფასია, ერთად გამონახოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ასეთი სიტყვებით, როგორც წესი, საფეხბურთო ჩინოვნიკები გულშემატკივარს მაშინ მიმართავენ როდესაც უნდათ, რომ მათ წაგებები მოითმინონ. გუშინ „შალკემ” მიონხენგლადბახში 1:4 წააგო და ბუნდესლიგის ცხრილში 3 ქულით ბოლო ადგილზეა. გუნდს ერთი თამაშიც...
ლევან, წადი… პოლიტიკაში
ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა. ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა...
ბაიერნმა იქ გააგრძელა, სადაც შეწყვიტა
„ბაიერნმა” ახალი სეზონის პირველივე შეხვედრაში გამოამჟღავნა, რომ ისევ ის „ბაიერნია”. გერმანიის ჩემპიონმა, თასის მფლობელმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სეზონს გახსნის დღეს „შალკეს” 8:0 გადაუარა. სერჟ გნაბრის, ლერუა სანესა და კომპანიას მოედანზე უპრობლემოდ გამოუვიდა ყველაფერი, რაც კი განიზრახა. „ამ გუნდს გამარჯვება კვლავ სწყურია, — თქვა ZDF-თან საუბრისას ახალ გუნდში პირველი თამაშის დაჭაშნიკების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან” ახალგადასულმა...









