გერმანულ „შალკეს“ საშინელი სეზონი აქვს და გამოსავალს ეძებს. ასეთ გამოსავლად კლუბის ხელმძღვანელობამ „აიაქსის“ 37 წლის ფორვარდი კლას-იან ჰუნტელაარი მიიჩნია.
თავის დროზე, „შალკემ“ „მილანიდან“ ჰუნტელაარის წასაყვანად14 მილიონი გადაიხადა. 2010-2017 წლებში ნიდერლანდელმა შემტევმა „შალკეს“ მაისური 240-ჯერ მოირგო, 126 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება ვეტერანი ფორვარდის წლევანდელ მონაგარს, ერედივიზიონის 15 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე პასია… სეზონის ბოლოს ფორვარდს კონტრაქტი უმთავრდება და მშვიდად აპირებდა პენსიაზე გასვლას. გერმანელებმა კი ჩათვალეს, რომ ნიდერლანდელს შეუძლია, ბუნდესლიგიდან გავარდნისგან გადაარჩინოს. არადა, „მეშახტეების“ საქმე მართლაც ცუდადაა:
15 ტურის შემდეგ 7 ქულა და მე-17 ადგილი „შალკეს“ ისტორიას და ამბიციებს ლაფს ასხამს. გოლების სამარცხვინო შეფარდებაზე აღარც ღირს საუბარი – 7:39 (!). ეს ბალანსი ჰუნტელაარმა უნდა გამოასწოროს, რომელიც უკვე 14 მილიონი კი არა, სახუმარო 800 ათასი ევრო ღირს.
სხვათა შორის, წუხელ „აიაქსმა“ ძირითად დროს წამატებულ წუთებზე სწორედ ჰუნტელაარის დუბლით დაამარცხა „ტვენტე“ – 3:1
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
