ფეხბურთის წესებში ახლახანს შესული ცვლილების თანახმად, როცა ლეო მესი საჯარიმოს ასრულებს, ცოცხალი კედლის უკან ვერგატანისთვის ლოცვა ნებადართულია. ფოტოზე აღბეჭდილი ბრაზილიელი დანი ალვეში ოსტატურად იყენებს ახალ წესს.
ჭდე: ბრაზილია
არგენტინა არგენტინამდე გადაიდო
მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2. ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი...
ბარსელონა გამორიცხა
ევროპელი კოლეგები ბევრს წერენ, ნეიმარი ბარსელონაში დღე-დღეზე დაბრუნდებაო. თითქოს ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, მაგრამ მამამისი, კაცი რომელიც ბრაზილიის ნაკრების ლიდერის კარიერას განსაზღვრავს, კატალონიურ კლუბთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს. ნეიმარ უფროსმა, ფეხბურთელის აგენტის სტატუსსაც რომ მშვენივრად ირგებს თქვა, ყოფილ კლუბთან შეხებაც არ გვქონიაო. „ამჟამად, ჩემს ვაჟთან ერთად ბრაზილიაში ვარ და მალე პარიზში ვბრუნდები. ბარსელონასთან მოლაპარაკება არ...
ვითომ არგენტინა -ბრაზილია?
კოპა ამერიკას მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ გავიდნენ ნახევარფინალში. პარაგვაი ბრაზილიისთვის ჯადოდ იქცა. ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ (2011, 2015) ბრაზილიელები სწორედ მათთან დამარცხდნენ და ორივეჯერ პენალტების სერიაში. 2011 წლის გათამაშება საერთოდაც ისტორიული იყო. პარაგვაი ფინალში ისე გავიდა, ერთი მატჩიც არ მოუგია. ჯგუფიდან სამი ფრით გასულებმა მეოთხედფინალში ბრაზილია, ნახევარფინალში კი ვენესუელა პენალტებით დაამარცხეს. მათი დამარცხება ფინალში ურუგვაიმ...
კლოზეს ქალმა აჯობა
აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გატანილი გოლებით გერმანელი მიროსლავ კლოზე ლიდერობდა. აყლაყუდა ფორვარდს 16-ჯერ ჰქონდა დალაშქრული მეტოქეთა კარი. კლოზე უკვე მეორეა. ბრაზილიელმა მარტამ ქალთა მონდიალზე იტალიას ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუტანა და ეს მისი მე-17 გოლი იყო ფინალურ ეტაპებზე. საპატიო სიაში მესამე ადგილს ბრაზილიელი რონალდო იკავებს. „კიჭას“ 15 გოლი აქვს გატანილი ფინალურ ეტაპებზე. მარტას შედეგმა არ...
ნეიმარს ბრაზილია დაუყადაღეს
ბრაზილიურმა სასამართლომ ყადაღა დაადო უძრავი ქონების 36 ობიექტს, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის. ფეხბურთელს ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება და სასამართლო მას 15,6 მილიონ ევროს ედავება. პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ადვოკატები ჯარიმის 2,6 მილიონ ევრომდე დაყვანას ითხოვენ, თუმცა სავარაუდოდ, არაფერი გამოუვათ. საქმე იმაშია, რომ ნეიმარი, ფაქტობრივად, რეციდივისტია: 2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლისას მან ასევე დამალა შემოსავალი და...
ნეიმარი და მბაპე დაშავდნენ
ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, ხოლო საფრანგეთისა და ურუგვაის მატჩში კილიან მბაპე. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენს” ერთბაშად ორი მთავარი თავდამსხმელი გაუხდა საექიმო და ეს ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე. მეორე მხრივ, თუ ტრავმები სერიოზული არ არის, მათ დასაამებლად ერთი კვირა საკმარისი დროა. ბრაზილიამ კამერუნს, ხოლო საფრანგეთმა ურუგვაის ერთნაირი ანგარიშით მოუგეს...
არადა, თვალებში შენათება უნდოდათ!
სულ მცირე 60 კაცი დაშავდა. საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია, თუმცა გულწასულები იყვნენ. ეს გახლდათ გულშემატკივრების და პოლიციის რაზმის შეტაკება. ინციდენტი ბრაზილიის ჩემპიონატში „სპორტ რესიფესა” და „სანტა კრუზის” შეხვედრაში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საქმე არ გამოლევიათ. ტრიბუნებზე დაშავებული ხალხი მოედანზე ჩაიყვანეს და იქ მკურნალობდნენ. პოლიციის ადგილობრივმა შეფმა სეზარ მორაეშმა თავისი ქვეშევრდომებისა და ქვედანაყოფების ქცევას...







