ჭდე: გერმანია

Home გერმანია
რაც გულთან უფრო ახლოსაა
ჩანაწერი

რაც გულთან უფრო ახლოსაა

ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერება: ან ტრიუმფალური და ანაც ტრაგიკული. ყველა ქომაგს პირველი ვარიანტის გვეიმედება და როცა მსაჯის საფინალო სასტვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის გასვლას დააფიქსირებს, 1981 წლის 13 მაისი მონაგონი იქნება. ასე ახლოს ოცნებასთან ჯერ არ ვყოფილვართ და მორიგჯერ როდის აღმოვჩნდებით, არავინ იცის. ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო: გენაცვალეთ, ითამაშეთ ისე, თითქოს...

დღეს. 20.00. საქართველო ტალინში იწყებს
ჩანაწერი

დღეს. 20.00. საქართველო ტალინში იწყებს

ესტონეთი-საქართველო. კიდევ ერთხელ, ჯამში მეშვიდედ. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ყველა დაპირისპირება ამხანაგური იყო, 5 სექტემბერს კი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. შეხვედრა ტალინის „ლე კოქ არენაზე“ შედგება, უკვე ოფიციალურის სტატუსით… უცნაურია: ექვსივე წინა მატჩში საქართველო სხვადასხვა მწვრთნელით იყო. ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი, პეტარ სეგრტი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი. აქედან გუცაევის, ქეცბაიასა და...

გიოტცე უკვე წავიდა
ჩანაწერი

გიოტცე უკვე წავიდა

მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმც ის უკვე სახლშია. გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინ დაბრუნდეს და პირველი შვილის დაბადებით დატკბეს. ისე კი ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდთან ერთად ისეც ვერ ივარჯიშებდა. მიზეზი, ცოლთან სამშობიაროში ხშირი ვიზიტები გახდა. მარიო „დორტმუნდის“ აღზრდილია. გუნდში 2008 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს...

გიოტცე ფარმაცევტი
ჩანაწერი

გიოტცე ფარმაცევტი

მარიო გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა  კი 27 წლის გერმანელს ერთი თვის წინ აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ანუ სამომავლო გეგმებში არ შედის. ახლა კი გერმანული საიტები გადაწყვეტით წერენ, რომ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით მარიო გიოტცე ზაფხულიდან „ლევერკუზენში“ ითამაშებს, თუმც კლუბებს ახალი ამბავი ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. ისე, სად ახლანდელი და...

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში
ჩანაწერი

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე. ნორვეგია – თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ...

ბრაზილია – გერმანია, რა თქმა უნდა…
ჩანაწერი

ბრაზილია – გერმანია, რა თქმა უნდა…

ავტორიტეტიანმა FourFourTwo-მ ბოლო ათი წლის 10 საუკეთესო მატჩის ჩამოწერა. პირველ ადგილზე, ცხადია, გავიდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბელო ჰორიზინეში ჩატარებული ბრაზილია – გერმანიის ნახევარფინალური შეხვედრა. ტოპ-ათეული კი ასეთია: 1. ბრაზილია-გერმანია 1:7 – 8 ივლისი, 2014 წელი; 2. მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი 3:2 – 13 მაისი, 2012 წელი; 3. ბარსელონა-რეალი 5:0 – 29 ნოემბერი, 2010 წელი; 4....