გერმანიას ერთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნება ჯერჯერობით ოცნებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდა, ნახევარფინალში ბუნდესნაკრები ცივსისხლიან პორტუგალიასთან დამარცხდა – 1:2. შეხვედრა, რომლის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა თავსხმის გამო ათი წუთით გვიან დაიწყო. გოლები კი შესვენების შემდეგ გავიდა: 48-ე წუთზე იოშუა კიმიხმა ბურთი პორტუგალიელების დაცვას თავზე გადაუგდო, სადაც ის ფლორიან ვირტცმა მეტად მოზომილი თავურით შეაგდო კარში....
ჭდე: გერმანია
ნოიერიც…
ტონი კროოსის, თომას მიულერისა და ილქაი გიუნდოგანის შემდეგ, გერმანიის ნაკრებში თამაში მანუელ ნოიერმაც დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან უკვე აცნობა გერმანიის ნაკრების მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს. „ხანგრძლივის ფიქრის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავასრულო. ვინც მიცნობს, ყევლამ იცის, რომ ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. მით უმეტეს, რომ კარგ...
გერმანიას ახალი კაპიტანი ეყოლება
ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ილქაი გიუნდოგნმა, როგორც ჩანს, ბოლოჯერ უკაპიტნმა – 19 აგვისტოს „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, რომელსაც „ბუნდესგუნდში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი 19 გოლი და გაკეთებული 9 საგოლე პასი, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სანაკრები კარიერის დასრულების შესახებ. სიამაყით ვიხსენებ გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 82 თამაშს. 2011 წელს, ბუნდესგუნდში დებიუტის შემდეგ,...
აბა, წავედი…
გერმანიის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ბუნდესნაკრებში ფეხბურთელისთვის ბოლო მატჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან დამარცხება იყო (1:2). „ყოველთვის ვამაყობდი, რომ წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ახლა ტრიბუნებიდან ვუგულშემატკივრებ ეროვნულ გუნდს“. 34 წლის მიულერის დებიუტი ქვეყნის ნაკრებში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. მას შემდეგ თომასმა...
ნაგელსმანი და ბუნდესგუნდი – ერთად 2026 წლამდე
გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის განცხადებით, ბუნდესგუნდის მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ნაგელსმანი მოამზადებს. შეგახსენებთ, რომ 36 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრებიშარშან სექტემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ რაც საფეხბურთო კავშირმა დაკავებული თანამდებობიდან ჰანსი ფლიკი გაათავისუფლა. იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ითამაშებს გერმანიის ნაკრები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისიდან 14...
მხოლოდ ერთი ან ორი…
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, აპირებს თუ არა ეროვნული გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას ევრო 2024-ზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება. „თუ ყველა ფორმაში იქნება, მაშინ ზაფხულში გუნდში დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. არც 10 და არც ხუთი ცვლილება იგეგმება. შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი მოთამაშე დაგვემატოს. ვინც ახლა ჩვენთან არ არის, ოღონდ ისინი სხვებზე უკეთესები უნდა იყვნენ“,...
ფლიკის ბიჭები
გერმანიის ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩებს ატარებას. ამჯერად ჰანსი ფლიკის გუნდი იაპონიისა (9 სექტემბერს) და საფრანგეთის (12 სექტემბერს) ნაკრებებს ეთამაშება. ფლიკმა ამ მატჩებისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახა „ბრაიტონში“ მოთამაშე 32 წლის პასკალ გროსი. სამაგიეროდ ბუნდესმწვრთნელის სიაში ამჯერად ვერ მოხვდნენ თომას მიულერი, მატიას გინტერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ტიმო ვერნერი და...
გერმანიაც შინ…
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დღეს ვითარებას ბოლო, H ჯგუფის გუნდები არკვევდნენ. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ნაკრები სამხრეთ კორეისას შეხვდა, 1:1 ითამაშა და რადგან პარალელურ მატჩში მაროკომ კოლუმბიას მოუგო (1:0), ტურნირს სენსაციურად, ნაადრევად დაემშვიდობა. კოლუმბიელებმა და მაროკოელებმა 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს, 4-ქულიანმა გერმანიამ – მესამე....
ახალი ბირჰოფი ფიოლერია…
გერმანიის ნაკრების ახალი დირექტორი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუსი ფიოლერი გახდა – ის ოლივერ ბირჰოფის ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა ყატარის მონდიალზე განცდილი კრახის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა არჩევანი 62 წლის ფიოლერზე შეაჩერა. გერმანული ფეხბურთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ რუდი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ახლა გერმანიის ნაკრებს სჭირდება – ის გაათავისუფლებს ნაკრებს ყველანაირი პოლიტიკური და...
გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა თანამდებობა დატოვა. მენეჯერსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე იყო ძალაში, ორმხრივი შეთანხმების საუძველზე შეწყდა. ოლივერ ბირჰოფი აღნიშნულ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშობდა. ამ პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ექვსჯერ ითამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის...









