გერმანიის ნაკრების ახალი დირექტორი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუსი ფიოლერი გახდა – ის ოლივერ ბირჰოფის ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა ყატარის მონდიალზე განცდილი კრახის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა არჩევანი 62 წლის ფიოლერზე შეაჩერა.
გერმანული ფეხბურთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ რუდი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ახლა გერმანიის ნაკრებს სჭირდება – ის გაათავისუფლებს ნაკრებს ყველანაირი პოლიტიკური და სხვა გავლენებისგან, მიხედავს გერმანიის საფეხბურთო კავშირის აკადემიას და სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც მოაგვარებს. ფიოლერი მუშაობას ოფიცილაურად 1 თებერვლიდან შეუდგება.
რუდი ფიოლერმა გერმანიის ნაკრებში ყველანაირი როლი მოსინჯა – იყო ფეხბურთელი, მერე მწვრთნელი, რომელმაც 2002 წლის გუნდი მონდიალის ფინალში გაიყვანა, ახლა კი დირექტორი იქნება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
