ჭდე: ოლივერ ბირჰოფი

Home ოლივერ ბირჰოფი
ახალი ბირჰოფი ფიოლერია…
ჩანაწერი

ახალი ბირჰოფი ფიოლერია…

გერმანიის ნაკრების ახალი დირექტორი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუსი ფიოლერი გახდა – ის ოლივერ ბირჰოფის ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა ყატარის მონდიალზე განცდილი კრახის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა არჩევანი 62 წლის ფიოლერზე შეაჩერა. გერმანული ფეხბურთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ რუდი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ახლა გერმანიის ნაკრებს სჭირდება – ის გაათავისუფლებს ნაკრებს ყველანაირი პოლიტიკური და...

გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…
ჩანაწერი

გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა თანამდებობა დატოვა. მენეჯერსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე იყო ძალაში, ორმხრივი შეთანხმების საუძველზე შეწყდა. ოლივერ ბირჰოფი აღნიშნულ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშობდა. ამ პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ექვსჯერ ითამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის...

ჩანაწერი

ნუ იმალები, ლიოვ!

„ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, წარსულში ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანიის ნაკრების პრობლემებზე ილაპარაკა. მისი აზრით, იმაში, რომ ესპანეთთან 0:6 წაგების შემდეგ, ხალხთან სალაპარაკოდ ბუნდესმანშაფტის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი გავიდა და არა მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, კარგი არაფერი იყო. „ბაიერნის” ბოსმა ტელეკომპანია „სქაის” ასე უთხრა: „სრულიად გულწრფელად მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი ბირჰოფია და ძალიან ცოტა...

გერმანიის განადგურება!
ჩანაწერი

გერმანიის განადგურება!

ეს იყო გერმანიის ნაკრების კოშმარული თამაში. ბუნდესმანშაფტმა ხელიდან გაუშვა ერთა ლიგის A დონის მეოთხე ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, ცხელ გულზე ამას ალბათ არავინ ჩივის, რადგან იოაჰიმ ლიოვის გუნდმა სირცხვილი ჭამა — ესპანეთში 0:6 წააგო. დავიწყოთ იმით, რომ ეს გახლდათ გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი წაგება ბოლო 89 წლის განმავლობაში. გერმანია...

ბირჰოფის ხუთეული
ჩანაწერი

ბირჰოფის ხუთეული

კრიშტიანუ არა, ლეო მესი არა და გერმანელები არა… ასეთი იყო ესპანური „მარკას” გერმანელი ექსპერტის ოლივერ ბირჰოფის კრიტერიუმები, როდესაც ის პლანეტის ხუთი საუკეთესო თავდამსხმელის დასახელებაზე ფიქრობდა. 52 წლის ვეტერანმა, რომელიც ფეხბურთელობის წლებში თავად გახლდათ ფორვარდი და თავი ისეთ კლუბებში თამაშით გამოიჩინა, როგორებიც იყო „მილანი” და „მონაკო”, ხუთეულში ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი მაინც შეიყვანა. „ძნელი ამოცანა მერგო, —...

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა
ჩანაწერი

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა

გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა...

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)
ჩანაწერი

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)

გერმანიისა და შვედეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შვედების მწვრთნელს იან ანდერსონს გერმანელთა მენეჯერთან ოლივერ ბირჰოფთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, გაწევ-გამოწევაში მარტო ორი კაცი არ მონაწილეობდა. იქ შვედებიც ბლომად იყვნენ და გერმანელებიც. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ შვედების ხელმძღვანელებმა მეტოქეებს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი — ტონი კროოსის გამარჯვების გოლის მერე ჩვენსკენ გამორბოდნენ და ათასგვარ ჟესტებს გვაჩვენებდნენო. შვედების ერთ-ერთმა მწვრთნელმა...