გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…

Home კატეგორიის გარეშე გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…
გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…

Germany sacks team director Oliver Bierhoff following dismal FIFA World Cup  2022 campaign - Sportstarყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა თანამდებობა დატოვა.

მენეჯერსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე იყო ძალაში, ორმხრივი შეთანხმების საუძველზე შეწყდა.

ოლივერ ბირჰოფი აღნიშნულ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშობდა. ამ პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ექვსჯერ ითამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოიპოვა, 2017 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრები ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბირჰოფის წასვლის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ნაკრების გენერალური მენეჯერის ვაკანტურ პოსტზე ახალი კანდიდატის ძებნას აქტიურად შეუდგა. განიხილავენ მათიას ზამერის, ლოთარ მეთეუსის, ფრედი ბობიჩისა და რალფ რანგნიკის კანდიდატურებს. ვაკანტურ პოსტს ამათგან ერთ-ერთი დაიკავებს, – წერს გერმანული პრესა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...