საუბნო საფეხბურთო ტურნირი „ბეგის თასი 2026“ 7 ივნისს დღის 12:00 საათზე შ. ნუცუბიძის ფერდობზე, მე-3 მიკრო რაიონში, მე-4 კვარტალში მდებარე სპორტული მოედანზე გაიმართება. ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საუბნო საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უბნის მოზარდი ფეხბურთელები.

ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილის სიგელი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და და სამახსოვრო საჩუქრები. გამოვლინდებიან საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო თავდამსხმელი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს კი გადაეცემა სპეციალური თასი. იქნება ასევე სიურპრიზები. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს საუბნო ფეხბურთის განვითარებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოზარდებში.
ტურნირი ტარდება ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ და საფეხბურთო კლუბის „მესამე პლატო“ ორგანიზებით
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
სიახლეები24/09/2026 | 20:08ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი
სიახლეები20/09/2026 | 18:13კვერნაძის და ბუდუს მესამე [VIDEO]…
