ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მატჩი გამართა და „საკრამენტოსთან“ 114:137 დათმო.
მწვრთნელმა გოგა ბითაძე პარკეტზე 4 წუთი შეუშვა და ამ დროში ჩვენებურმა 8 ქულა მოინაგრა. ბითაძემ სამიანიც ჩააგდო, ორიანიც, ჩატენა კიდეც და ქულა საჯარიმოდანაც მიითვალა. ეს შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მას მწვრთნელი ისევ არ აძლევს საკმარის სათამაშო დროს და ეს გახლდათ მატჩის ბოლო 4 წუთი, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ „ინდიანა“ წააგებდა და მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგოები შეუშვა.
„ინდიანას“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგება და 9 მარცხი აქვს. ამ შედეგით გუნდი და კონფერენციაში მეოთხეა. მომდევნო მატჩი კი, 3 დეკემბერს „იუტა ჯაზთან“ აქვს. ისევ არ გამოჩენილა პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილი, რომლის „მილუოკი ბაქსმა“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიკს“ მოუგო – 109:103.
გუნდში არსებული კონკურენციის გამო, ბოლო პერიოდში მამუკელაშვილი ძირითადად ჯეი ლიგაში ჰყავთ განათხოვრებული, სადაც საკმაოდ უხვქულიან მატჩებს ატარებს. მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ „გრანდ რაპიდსი“ 112:106 დაამარცხა. მამუმ მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 32 ქულით, 14 მოხსნით, 2-2 პასითა და დაფარებით გამოიჩინა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
