ამჯერად უკვე 21…

ამჯერად უკვე 21…

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

27 მაისს, „ჯვაროსნებმა“ მიხეილ მესხი 2-ზე მეორე ვარჯიში გაიმართეს. საწვრთნელ პროცესში ამჯერად უკვე 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“), დავით კერესელიძე („დილა“) და საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“) შეკრებას კლუბებში ჩატარებული მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.

როგორც ცნობილია რუმინეთთან და ბაჰრეინთან ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე ვერ ითამაშებს.

მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტრი „ფროზინონეს“ თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ გააკეთა:

„რუმინეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო თამაში იქნება და ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამი წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი იყო..

რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარება რთულია. თუმცა, ეს ორი თამაში ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

საკლუბო სეზონს რაც შეეხება. „ფროზინონემ“ დასახულ მიზანს მიაღწია და სერია A-ში გადავიდა. მაქსიმალურად ვეცდები, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო“.

2 ივნისს, რუმინეთთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. 5 ივნისს კი ამავე სტადიონზე ბაჰრეინის ეროვნული გუნდს ვუმასპინძლებთ – ეს შეხვედრა 20:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.