სელტიკისა და დანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ კასპერ შმეიხელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
„მხართან დაკავშირებული პრობლემების გამო ქირურგებთან კონსულტაცია გავიარე და მითხრეს, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნებაზე არც უნდა ვიფიქრო. ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკნამდე, რომ ახლა კარიერის დასრულებისთვის შესაფერისი დროა“, – ამბობს კასპერ შმეიხელი, დიდი პიტერ შმეიხელის ვაჟი.
39 წლის შმეიხელმა 2015-2016 წლების სეზონში „ლესტერთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ის ასევე არის შოტლანდიის ჩემპიონი სელტიკთან ერთად 2024-2025 წლების სეზონში. დანიის ნაკრების შემადგენლობაში კი მან ევრო 2020-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
