ნეაპოლის მთავარი გაზეთი „ილ მატინო“ ანუ „დილა“ „ნაპოლის“ ახალის მწვრთნელის თემას პირველ გვერდზე ეხმაურება. მისი ჰედლაინია: „ბრძოლა სკამისთვის: ფავორიტი იტალიანოა“.
გაზეთის ცნობით ამ ეტაპზე „აძურის“ ხელმძღვანელობისთვის ანტონიო კონტეს შესაძლო შემცვლელთა სიაში პირველ ადგილზე ვინჩენცო იტალიანო წერია. ბოლო 24 საათში „ბოლონიას“ თავკაცთან სავარაუდოდ რამდენიმე ზარი განხორციელდა. რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, ის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება.
„ილ მატინო“ იმასაც წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კარგად ესმის პერსპექტიული მწვრთნელის მოყვანის მნიშვნელობაც და კრისტიან კივუსა და სესკ ფაბრეგასზე ფიქრობს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
