ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…

Home კატეგორიის გარეშე ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…
ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…

9 ოქტომბერს ფრანკფურტში ევრო 2024-ის წილისყრა გაიმართა, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან.

ცნობილია გათამაშების კალენდარიც, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირს თბილისში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით გახსნის – 28 მარტს ერლინგ ჰოლანდსა და კომპანიას ვუმასპინძლებთ. ტურნირს კი 19 ნოემბერს ესპანეთთან სტუმრად ჩატარებული მატჩით დავასრულებთ.

28 მარტი, 2023 საქართველო-ნორვეგია; 17 ივნისი კვიპროსი-საქართველო; 20 ივნისი შოტლანდია-საქართველო; 8 სექტემბერი საქართველო-ესპანეთი; 11 სექტემბერი ნორვეგია-საქართველო; 15 ოქტომბერი საქართველო-კვიპროსი; 16 ნოემბერი საქართველო-შოტლანდია; 19 ნოემბერი ესპანეთი-საქართველო.

No description available.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.