ჭდე: ნორვეგია

Home ნორვეგია
ჰოლანდი მოდის, ოდეგორიც…
ჩანაწერი

ჰოლანდი მოდის, ოდეგორიც…

25 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირში 28 მარტიდან ჩაერთვება, ჩვენი გუნდი ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს. ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, მის სიაში 26 ფეხბურთელია: მეკარეები ორიან ჰასკოლდ ნილანდი („ლაიპციგი“), იაკობ კარლსტრომი („მიოლდე“), ეგილ სელვიკი („ჰაუგესუნი“). მცველები კრისტოფერ ვასბაკ აიერი („ბრენტფორდი“), ფრედრიკ ანდრე ბიორკანი („ბოდო გლიმტი“), ბირგერ მელინგი...

ნორვეგია-საქართველო არჩევნებმა გადადო…
ჩანაწერი

ნორვეგია-საქართველო არჩევნებმა გადადო…

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ნორვეგიისა და საქართველოს მატჩის თარიღი შეიცვალა. ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე შეხვედრა 11 სექტემბრის ნაცვლად 12 სექტემბერს გაიმართება – ამის მიზეზი კი 11 სექტებერს ნორვეგიაში დანიშნული არჩევნები გახდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სწორედ ნორვეგიის ნაკრებთან დაპირისპირებით გახსნის. ეს მატჩი ბათუმში, 20:00 საათზე...

ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…
ჩანაწერი

ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…

9 ოქტომბერს ფრანკფურტში ევრო 2024-ის წილისყრა გაიმართა, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. ცნობილია გათამაშების კალენდარიც, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირს თბილისში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით გახსნის – 28 მარტს ერლინგ ჰოლანდსა და კომპანიას ვუმასპინძლებთ. ტურნირს კი 19 ნოემბერს ესპანეთთან სტუმრად ჩატარებული მატჩით დავასრულებთ. 28 მარტი, 2023 საქართველო-ნორვეგია; 17...

ჰოლანდს გოლები არ ჰყოფნის
ჩანაწერი

ჰოლანდს გოლები არ ჰყოფნის

ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან (5:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა საკუთარი შედეგიანობით მაინც უკმაყოფილოა. „თუ შევხედავთ, ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობას, ბევრი ვერ გამაქვს. ვფიქრობ, თამაშების რაოდენობაზე უფრო მეტი ბურთი უნდა მქონდეს შეგდებული. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის და შედეგიანობაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო“, – განაცხადა ნორვეგიელმა შემტევმა. გეტყვით, რომ ჰოლანდს ნორვეგიის...

რუსი თხილამურებზეც ტანკია
ჩანაწერი

რუსი თხილამურებზეც ტანკია

რუსმა მოთხილამურემ, ამავდროულად რუსეთის არმიის ლეიტენანტმა ალექსანდრ ბალშუნოვმა მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპზე ესტაფეტაში, ფინელ იონი მიაკის სამაგიერო გადაუხადა. ბალშუნოვში „ველურმა სულმა“ ფინიშთან ახლოს გაიღვიძა. პირველ ადგილზე ნორვეგიელები გავიდნენ, მეორე ადგილისთვის კი ფინელები და რუსები იბრძოდნენ. მიაკი წამის მეასედებით უსწრებდა ბალშუნოვს და ფინიშიც მასზე ადრე გადაკვეთა. როდესაც რუსი მიხვდა, რომ მეტოქეს ვერ ეწეოდა, ჯერ სათხილამურო ჯოხი...

მატჩი, რომელიც კარიერას უდრის
ჩანაწერი

მატჩი, რომელიც კარიერას უდრის

ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას ერთი კარგი თამაში განსაზღვრავს. ასე დაემართა ნორვეგიელ იენს ჰეუგეს, რომელმაც ევროპა ლიგის შეხვედრაში „მილანს“ მისსავე „სან სიროზე“ გაუტანა. იტალიელებმა „ბოდო გლიმტი“ 3:2 დაამარცხეს. 20 წლის ჰეუგემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „როსონერის“ ბოსებს ბევრი არ უფიქრიათ და „ბოდო გლიმტს“ მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზეს. თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოსო და „გლიმტმა“ 6...

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში
ჩანაწერი

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე. ნორვეგია – თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ...