ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას ერთი კარგი თამაში განსაზღვრავს. ასე დაემართა ნორვეგიელ იენს ჰეუგეს, რომელმაც ევროპა ლიგის შეხვედრაში „მილანს“ მისსავე „სან სიროზე“ გაუტანა.იტალიელებმა „ბოდო გლიმტი“ 3:2 დაამარცხეს. 20 წლის ჰეუგემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „როსონერის“ ბოსებს ბევრი არ უფიქრიათ და „ბოდო გლიმტს“ მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზეს.
თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოსო და „გლიმტმა“ 6 მილიონი მოითხოვა. ეს ის თანხა არაა, მილანელებს რომ დააფრთხობს, 20 წლის ბიჭი კი თუნდაც მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელების წყალობით, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
ნორვეგიის ჩემპიონატში მან 17 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი ცხრილის სათავეშია და სასწაული შედეგიანობით გამორჩევა – 18 მატჩი, 65 გოლი. ამასთან 16 მოგება, 2 ფრე.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
