ჭდე: ბოდო გლიმტი

Home ბოდო გლიმტი
გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ
ჩანაწერი

გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ

გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა. ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს… ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს. აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“...

ჟოზემ ლოცვები გააძლიერა
ჩანაწერი

ჟოზემ ლოცვები გააძლიერა

ჟოზე მოურინიუ გახელდა. მისმა „რომამ“ ნორვეგიაში „ბოდო/გლიმტთან“ 1:6 წააგო. ეს კონფერენციის ლიგაზე მოხდა. „ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობები სწორად ვერ შევაფასე“, — თქვა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელსაც ასეთი მწარე მარცხი არასდროს უწვნევია. ეს იყო 1008 მატჩიან კარიარაში პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა გუნდმა ექვსი გოლი გაუშვა. მართალია, პორტუგალიელმა სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა, მაგრამ ამ მასშტაბის კატასტროფას არ ელოდა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე...

მატჩი, რომელიც კარიერას უდრის
ჩანაწერი

მატჩი, რომელიც კარიერას უდრის

ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას ერთი კარგი თამაში განსაზღვრავს. ასე დაემართა ნორვეგიელ იენს ჰეუგეს, რომელმაც ევროპა ლიგის შეხვედრაში „მილანს“ მისსავე „სან სიროზე“ გაუტანა. იტალიელებმა „ბოდო გლიმტი“ 3:2 დაამარცხეს. 20 წლის ჰეუგემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „როსონერის“ ბოსებს ბევრი არ უფიქრიათ და „ბოდო გლიმტს“ მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზეს. თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოსო და „გლიმტმა“ 6...

შენცა, იბრა?
ჩანაწერი

შენცა, იბრა?

იტალიურმა მედიამ „მილანის“ ოფიციალურ განცხადებას დაასწრო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ბუნებრივია, 38 წლის შვედი ფორვარდი ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპალიგის შეხვედრაში „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ. ტესტირება გეგმიური იყო და იბრაჰიმოვიჩს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. უფრო ადრე კორონავირუსი „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს – მცველ ლეონარდო დუარტეს დაუდასტურდა.