25 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირში 28 მარტიდან ჩაერთვება, ჩვენი გუნდი ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს. ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, მის სიაში 26 ფეხბურთელია:
მეკარეები ორიან ჰასკოლდ ნილანდი („ლაიპციგი“), იაკობ კარლსტრომი („მიოლდე“), ეგილ სელვიკი („ჰაუგესუნი“).
მცველები კრისტოფერ ვასბაკ აიერი („ბრენტფორდი“), ფრედრიკ ანდრე ბიორკანი („ბოდო გლიმტი“), ბირგერ მელინგი („რენი“), სტიან გრეგერსენი („ბორდო“), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი („მაინცი“), მარკუს პედერსენი („ფეიენოორდი“), იულიან რიერსონი („დორტმუნდი“), კენ რემ სტეფან სტრანდბერგი („ვალერენგა“), ლეო ოსტიგორი („ნაპოლი“).
ნახევარმცველები პატრიკ ბერგი, უგო ვეტლესენი (ორივე – „ბოდო გლიმტი“). მარტინ ოდეგორი („არსენალი“), ფრედრიკ აურსნესი („ბენფიკა“), სანდერ ბერგე („შეფილდ იუნაიტედი“), ოლა ბრინდჰილდესნი („მიოლდე“), მატს მიოლერ დაელი („ნიურნბერგი“), მოჰამედ ელიონუსი („საუთჰემპტონი“), ოლა სოლბაკენი („რომა“), მორტენ ტორსბი („ბერლინის უნიონი“), კრისტიან ტორსტვეიდტი („სასუოლო“).
თავდამსხმელები ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი“), იორგენ სტრანდ ლარსენი („სელტა“), ალეკსანდერ სერლოტი („სოსიედადი“).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
