ჭდე: ნიკა ნინუა

Home ნიკა ნინუა
ვივა აკადემია
ჩანაწერი

ვივა აკადემია

ეროვნული ლიგის მეორე ტური მასპინძლებისა გამოდგა. ხუთიდან სამ შეხვედრაში დამხვდურებმა გაიმარჯვეს. ვნახეთ სეზონის პირველი ავტოგოლი (ერიკ პიმენტელი, „ტორპედო“) და გაცუდებული პენალტი (დავით მუჯირი, „სამგურალი“). „დინამომ“ „სამგურალს“ 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე  ნიკა ნინუამ გაიტანა საჯარიმოს გარედან, უძლიერესი დარტყმით. მან ძველი ნინუა გაგვახსენა, როცა ულამაზესი ბურთები გაჰქონდა ხოლმე შორიდან. განსაკუთრებით საჯარიმოები. „დინამოს“ კლუბის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი...

დვალიც ფლეი ოფშია
ჩანაწერი

დვალიც ფლეი ოფშია

მესამე ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშია. გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკა ნინუას შემდეგ ეს ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ მოახერხა. არადა, მცირე ფავორიტად ზაგრების „დინამო“ ითვლებოდა. თუმცა, უნგრულმა გუნდმა მოახერხა და შინაურ არენაზე 2:1 მოიგო (სხვათა შორის, ყველა ქართველის გუნდმა ამ ანგარიშით იმარჯვა). აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი უნგრელებმა გაიტანეს, აქედან ერთი საკუთარ კარში. „ფერენცვაროში“ ფლეი ოფში სტუმრად...

ჩაკვეტაძე გაიყვანეს…
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე გაიყვანეს…

ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ. მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა – 2:1. ასეთივე ანგარიშით მოიგო „გენტმაც“, ჩაკვეტაძემ საათი ითამაშა და ბელგიურ გუნდს მეორე გოლისას პენალტი მოუპოვა,...

ნინუა პაოკში ითამაშებს
ჩანაწერი

ნინუა პაოკში ითამაშებს

თბილისის „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას სატრანსფერო საგა დასრულდა – ის ბერძნული „პაოკის“ ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი 4-წლიანი იქნება, იქამდე გამოსასყიდი თანხა კი 10 მილიონი ევრო. გეხსომებათ, ნინუას გადაბირება თურქულ გრანდ „ბეშიქთაშსაც“ სურდა, მაგრამ ლეგიონერების ლიმიტის გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. საბოლოოდ, ნინუან ღუზა სალონიკში ჩაუშვა. „პაოკი“ საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო...

სხვა დინამო
ჩანაწერი

სხვა დინამო

109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
ჩანაწერი

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები

მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...

დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა
ჩანაწერი

დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა

67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც. მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა, ეგ არის, მასპინძელი „დინამო“ უფრო გააქტიურდა და მეტოქე მეტად შეავიწროვა. 67-ე წუთი ვახსენეთ. სანდოხაძის...

ქულა-ქულის ამბავი
ჩანაწერი

ქულა-ქულის ამბავი

მესამე წრის ბოლოსწინა ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა სულ უფრო იძაბება და როცა „საბურთალო“ – „დინამო“ გამოტოვებულ მატჩებს ითამაშებენ, ვფიქრობთ, ვითარება უფრო დაიძაბება. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს „არარატ არმენიას“ კოშმარს და ყალიბში დგება. ყოველ შემთხვევაში, „სიონთან“ მათ ძველებურად ყოჩაღად ითამაშეს და უპრობლემოდ გაიმარჯვეს. „ბათუმი“ – „ლოკომოტივის“ მატჩის გმირ-ანტიგმირი ვლადიმერ...