ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ.
მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა – 2:1.
ასეთივე ანგარიშით მოიგო „გენტმაც“, ჩაკვეტაძემ საათი ითამაშა და ბელგიურ გუნდს მეორე გოლისას პენალტი მოუპოვა, მაგრამ ამ მომენტში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. იმედია, სერიოზული არაფერი იქნება – საქართველოს ნაკრებს წინ მნიშვნელოვანი მატჩები ქვს და ჩაკვეტაძე გვჭირდება.
რაც შეეხება ფლეი ოფს: „გენტი“ კიევის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „პაოკი“ – „კრასნოდარს“.
დღეს სათამაშო აქვს ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“, რომელიც ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
