ჭდე: ლაშა დვალი

Home ლაშა დვალი
დილა!
ჩანაწერი

დილა!

ქართულ ფეხბურთს სინდისი ამ ჯერზეც გორის „დილამ“ მოწმინდა… გორის სავსე სტადიონზე, კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, „დილამ“ პოლტავის „ვორსკლას“ 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა – 1:2) და ქართული გუნდებიდან შემდგომ ეტაპზე ერთადერთი გავიდა. მატჩის გმირი ბარბადოსელი ტიერი გეილი გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი ტაიმი დილას დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. თავად განსაჯეთ...

დვალიც ფლეი ოფშია
ჩანაწერი

დვალიც ფლეი ოფშია

მესამე ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშია. გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკა ნინუას შემდეგ ეს ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ მოახერხა. არადა, მცირე ფავორიტად ზაგრების „დინამო“ ითვლებოდა. თუმცა, უნგრულმა გუნდმა მოახერხა და შინაურ არენაზე 2:1 მოიგო (სხვათა შორის, ყველა ქართველის გუნდმა ამ ანგარიშით იმარჯვა). აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი უნგრელებმა გაიტანეს, აქედან ერთი საკუთარ კარში. „ფერენცვაროში“ ფლეი ოფში სტუმრად...

ჩაკვეტაძე გაიყვანეს…
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე გაიყვანეს…

ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ. მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა – 2:1. ასეთივე ანგარიშით მოიგო „გენტმაც“, ჩაკვეტაძემ საათი ითამაშა და ბელგიურ გუნდს მეორე გოლისას პენალტი მოუპოვა,...

კობახიძე დვალის ნაცვლად
ჩანაწერი

კობახიძე დვალის ნაცვლად

მოახლოვებული ერთა ლიგის მატჩების წინ ვლადიმირ ვაისს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ მცველს, მამუკა კობახიძე უხმო. ეს გადაწყვეტილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ფერენცვაროშის“ მცველი ლაშა დვალი დაშავდა და სექტემბრის შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. კობახიძე ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 28 წლის მცველი შარშან...

იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია
ჩანაწერი

იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია

საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან  მიწაზე დაშვება. ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა...