მოახლოვებული ერთა ლიგის მატჩების წინ ვლადიმირ ვაისს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ მცველს, მამუკა კობახიძე უხმო.
ეს გადაწყვეტილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ფერენცვაროშის“ მცველი ლაშა დვალი დაშავდა და სექტემბრის შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარება.
კობახიძე ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 28 წლის მცველი შარშან ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უახლოეს მატჩებს 5 სექტემბერს ესტონეთთან გასვლით დაიწყებს, ხოლო 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
სიახლეები17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
სიახლეები09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
