„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მე-14 ტურში ლიდერი შეიცვალა, თანაც როგორ: გორის „დილამ“ თბილისში „იბერია“ 4:1 დაამარცხა და რიხით დადგა პირველ ადგილზე. ვინც გორელების თამაშებს უცქერს დაგვეთანხმება, რომ პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო), მაგალითად ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი, რომელმაც „იბერიასთან“ დუბლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში...
ჭდე: მამუკა კობახიძე
სანიოლმა 17 წლის ბიჭი მიიწვია
საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან შეხვედრით დაიწყებს. ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, მაგრამ მასში ერთი იძულებითი ცვლილება უკვე მოხდა – ნაკრებს ტრავმის გამო დანიური „კოპენჰაგენის“ მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, მის ნაცვლად სანიოლმა გუნდში ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი მამუკა...
საქართველოს ჩემპიონატი უკრაინის დროშებით
უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა სხვა დანარჩენი და მათ შორის ფეხბურთიც, უკანა პლანზე გადასწია და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური პოლიტიზებული აღმოჩნდა. ყველა მატჩი უკრაინელთა სევდიან-მხარდამჭერი აქციით დაიწყო. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს უკრაინის დროშისფერი სამკლაურები ეკეთათ. ბათუმელთა კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ კი სულაც უკრაინელ თანაგუნდელ ოლექსანდრ აზაცკის დაუთმო. ახლა ფეხბურთის შესახებ. პირველი სათამაშო...
ჩხეტიანი დილამ შეიწირა
32-ე ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში საგრძნობი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა, „დინამომ“ და „ბათუმმა,“ ერთნაირი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვეს და მათ შორის ქულათა სხვაობა ისევ ოთხია ზღვისპირელთა სასარგებლოდ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმელები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ჩემპიონობას. სეზონის დამთავრებამდე ხომ სულ რაღაც ოთხი ტური დარჩა. „დინამომ“ კვირას უმასპინძლა „თელავს“ და დამაჯერებლად მოიგო. ზორან...
კობახიძე დვალის ნაცვლად
მოახლოვებული ერთა ლიგის მატჩების წინ ვლადიმირ ვაისს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ მცველს, მამუკა კობახიძე უხმო. ეს გადაწყვეტილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ფერენცვაროშის“ მცველი ლაშა დვალი დაშავდა და სექტემბრის შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. კობახიძე ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 28 წლის მცველი შარშან...




