ჭდე: კახა ცხადაძე

Home კახა ცხადაძე
ბათუმი თავშია
ჩანაწერი

ბათუმი თავშია

საინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო –  იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში… „შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის...

დინამო ცხადაძეს ჩააბარეს
ჩანაწერი

დინამო ცხადაძეს ჩააბარეს

„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს. ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და...

გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !
ჩანაწერი

გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !

ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული… „ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“ და „ორდაბასიში“, ხოლო ზაქათალის „სიმურგსა“ და კვიპროსულ „ეთნიკოსს“ თავად წვრთნიდა. ჩიხრაძისთვის „ორდაბასი“ ბოლო სამუშაო ადგილი...

ღიპი ჩვენი ფეხბურთისა
ჩანაწერი

ღიპი ჩვენი ფეხბურთისა

პირწმინდად ჩაგდებულ 3-მატჩეულზე გულშემატკივარმა შენიშნა და მერე საფეხბურთო გადაცემაშიც ითქვა, რომ საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს ჭარბი წონა აქვს. ფეხბურთელებს ფორმა დაუწუნა ვლადიმირ ვაისმაც. ეს პრობლემაა. ოღონდ, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ეს მხოლოდ ფეხბურთელების პრობლემაა. ფეხბურთელი შეიძლება იყოს ცუდ ფორმაში, თუ სურს, უმთავრესი მატჩის წინა ღამეს, თუგინდ სუფრის თავში მჯდარა. საქმე ის არის, რომ სამატჩოდ...

ლევან, წადი… პოლიტიკაში
ჩანაწერი

ლევან, წადი… პოლიტიკაში

ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა. ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა...

კანკავა-კვეკვესკირი 0:4 ცხადაძე-ჩიხრაძე
ჩანაწერი

კანკავა-კვეკვესკირი 0:4 ცხადაძე-ჩიხრაძე

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი „ორდაბასი“ უშუალო კონკურენტს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ კანკავა იყო, ხოლო კვეკვესკირი განაცხადშიც არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი კი ქართველი მწვრთნელების გუნდთან აშკარდ სუსტად გამოიყურებოდა – „ორდაბასმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, სამი გოლი კი...

მზიანი დილა
ჩანაწერი

მზიანი დილა

ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...