ყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი „ორდაბასი“ უშუალო კონკურენტს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ კანკავა იყო, ხოლო კვეკვესკირი განაცხადშიც არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი კი ქართველი მწვრთნელების გუნდთან აშკარდ სუსტად გამოიყურებოდა – „ორდაბასმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, სამი გოლი კი მეტოქეს შესვენების შემდეგ გაუტანა.
ამ გამარჯვებით ცხადაძე-ჩიხრაძის გუნდი 13 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, თუმცა სხვებზე მეტი, ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული. 8 მატჩის შემდეგ ამდენივე ქულით „ტობოლი“ მეხუთეა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
