უკრაინასა და ჩეხეთთან დასკვნით მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან ტქვა, რომ… „ბოლო წლები ძირითადად ერთ ტაქტიკურ სქემას ვიყენებთ. ამ მხრივ ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ ვთამაშობთ. სქემაში ცვლილებები ტრავმებით და დისკავიფიკაციით თუ იყო ხოლმე გამოწვეული. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ნაკრების დაცვის ხაზში რამდენიმე ვეტერანი თამაშობს....
ჭდე: ნიკა კვეკვესკირი
არც თბილისი, არც გორი… უნგრეთი
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – 32 წლის ნახევარმცვლმა კონტრაქტი „ნირეგაზასთან“ გააფორმა, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. კვეკვესკირსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. „ვფიქრობ, წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდში ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ითამაშებს. მოლაპარაკებების დროს დავინახე, რომ ნიკა...
პლუს ექვსი ავსტრიაში…
ავსტრიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ნაკრების შეკრებას ექვსი მოთამაშე შეუერთდა – დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი ნაკრებთან ერთად მოემზადებიან. დანარჩენი ფეხბურთელები კი ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში დაემატებიან. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ჯვაროსნები“ 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18...
ლიგები დაწყვილდნენ…
ჩემპიონთა ლიგის დარად გაიმართა ევროპალიგასა და კონფერენციის ლიგის წილისყრა. გაირკვა მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილების ვინაობა. ევროპის ლიგის მეოთხედფინალში კონფერენციის ლიგის შარშანდელი ფინალისტები ფეიენოორდი და რომა შეხვდებიან. თუ გახსოვთ, მაშინ იტალიურმა კლუბმა 1:0 იმარჯვა და ამ საკლუბო ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – სევილია (ესპანეთი) იუვენტუსი (იტალია) – სპორტინგი (პორტუგალია) ლევერკუზენი (გერმანია) – სენ...
კვეკვესა და წიტას ტრილერი
ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი” კონფერენციის თასზე, სტუმრად 3:4 დამარცხდა „ვილიარეალთან”. ესპანური გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა იყო. „ვილიარეალი” ესპანეთში დაფრინავს. ის ევროპის 15 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ლიგის გუნდებიდან ერთადერთია, რომელსაც 2022-23 წლების სეზონში გოლი არ ჰქონდა გაშვებული მაგრამ, მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ლეხთან” შეხვედრაში შემადგენლობა გადაახალისა და… გაუტანა კიდეც მე-2 წუთზე მიხალ...
Le Comte de Monte-Cristo
გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა...
გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !
ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული… „ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“ და „ორდაბასიში“, ხოლო ზაქათალის „სიმურგსა“ და კვიპროსულ „ეთნიკოსს“ თავად წვრთნიდა. ჩიხრაძისთვის „ორდაბასი“ ბოლო სამუშაო ადგილი...
ვაისის გულის თამაში და კორონა-ცრემლები
ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს. ვლადიმირ ვაისი – ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და ხალხს გავახარებთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეთ კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქეა თუ ჩრდილოეთ მაკედონია, გიპასუხეთ, კორონავირუსი-მეთქი. და მართლაც ასეა. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას არყოფნა...
კანკავა-კვეკვესკირი 0:4 ცხადაძე-ჩიხრაძე
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი „ორდაბასი“ უშუალო კონკურენტს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ კანკავა იყო, ხოლო კვეკვესკირი განაცხადშიც არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი კი ქართველი მწვრთნელების გუნდთან აშკარდ სუსტად გამოიყურებოდა – „ორდაბასმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, სამი გოლი კი...








