აზერბაიჯანულმა „გაბალამ“ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – ამ თანამდებობაზე კახა ცხადაძე იმუშავებს, მას კი ასევე ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება. ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში, „კასპიიში“ მუშაობდა. მათთვის არც აზერბაიჯანის ჩემპიონატია უცხო – ორივე სპეციალისტი წლების მანძილზე ამ ქვეყნის ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდნენ. „გაბალამ“ ქართველ მწვრთნელებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეს ფოტო 2006 წლის 13 მაისს არის გადაღებული „მიხეილ მესხზე“. იმ დღეს საქართველოს თასის ფინალში „ამერმა“ „ზესტაფონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და უამრავი გულშემატკივარი ამ ფინალს დღემდე ყველაზე სანახაობრივად მიიჩნევს საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში. თუმცა ეს ფოტო ახლა სხვა რამის გამო გავიხსენეთ. გუნდები მოედანზე ბავშვებთან ერთად რომ გადიან ხოლმე, ძველი და ჩვეულებრივი ამბავია. ეს თამაში კი…
ყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. „გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა) ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და…
თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, კვლავ აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდეს და „საუმგაითის“ თავკაცი გახდეს. მას შემდეგ რაც სუმგაითელებმა თანამდებობოდან გაანთაისუფლეს ბელარუსი სპეციალისტი ალექსეი ბაგა, ცხადაძესთან დაიწყეს მოლაპარაკება. შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია, ის ბაქოს „სტანდარდსა“ და „ინტერს“ წვრთნიდა. აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში, 7 ტურის შემდეგ „სუმგაითს“ ჯერ მოგება არ აქვს და მე-8 ადგილზეა….
წყალტუბოში, ადგილობრივ „სამგურალთან“ 1:2 წაგების შემდეგ თბილისის „დინამომ“ კახა ცხადაძე მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. „დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ…
სააღდგომოდ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. „ბათუმი“ მეტოქეებს ერთი თავით სჯობს და თვითონვე თუ რაღაც არ „მოიფიქრა,“ მათი გამჩერებელი არავინაა. ჯოვინო და ხვიჩა ლიდერმა „ბათუმმა“ მორიგი, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. უკვე აშკარად იკვეთება ყველა მეტოქესთან კლასში სხვაობა. „ბათუმი“ ქართულ რეალობაში ნელ-ნელა უძლეველ გუნდად ყალიბდება. „ტორპედოსთან“ ისევ მიითვალა დუბლი ჯოვინო ფლამარიონმა. ერთიც…
„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს. ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და…
ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული… „ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“ და „ორდაბასიში“, ხოლო ზაქათალის „სიმურგსა“ და კვიპროსულ „ეთნიკოსს“ თავად წვრთნიდა. ჩიხრაძისთვის „ორდაბასი“ ბოლო სამუშაო ადგილი…
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი „ორდაბასი“ უშუალო კონკურენტს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ კანკავა იყო, ხოლო კვეკვესკირი განაცხადშიც არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი კი ქართველი მწვრთნელების გუნდთან აშკარდ სუსტად გამოიყურებოდა – „ორდაბასმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, სამი გოლი კი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes