თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, კვლავ აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდეს და „საუმგაითის“ თავკაცი გახდეს.
მას შემდეგ რაც სუმგაითელებმა თანამდებობოდან გაანთაისუფლეს ბელარუსი სპეციალისტი ალექსეი ბაგა, ცხადაძესთან დაიწყეს მოლაპარაკება.
შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია, ის ბაქოს „სტანდარდსა“ და „ინტერს“ წვრთნიდა.
აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში, 7 ტურის შემდეგ „სუმგაითს“ ჯერ მოგება არ აქვს და მე-8 ადგილზეა. ცხადაძე თუ აზერბაიჯანში დაიწყებს მუშაობას, სავარაუდოდ, მისი თანაშემწე იქაც გიორგი ჩიხრაძე იქნება. ბოლო დროს ისინი გუნდიდან გუნდში ხომ სულ ერთად დადიან…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
