„ბარსელონა“ მესის გარეშე? ასეთი სცენარი სრულიად მოსალოდნელია, ოღონდ სულ სამ მატჩში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლეო არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში დაეხმარება.არგენტინის ეროვნული გუნდი 8 ოქტომბერს ეკვადორს, ხუთი დღის შემდეგ კი ბოლივიას ეთამაშება.
თუ ნაკრების დახმარებას გადაწყვეტს, მესი სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა გაემგზავროს, რათა მატჩებამდე სავალდებულო კარანტინი გაიაროს. წესი წესია და გამონაკლისი კაპიტნისთვისაც არ დაიშვება.
არადა, სწორედ ამ ორკვირიან მონაკვეთში „ბარსელონას“ სამი მატჩი უწევს – „ვილიარეალთან“, „სელტასთან“ და „სევილიასთან“.
ახლა ჯერი თავად ლეოზეა. მან ან კლუბი უნდა დააღალატოს, ან ეროვნული ნაკრები.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
