„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ. „ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის...
ჭდე: სევილია
დავით ხოჭოლავას უიღბლო დღე
ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „სევილიამ” შინ 3:0 დაამარცხა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი”, თუმცა ანგარიში ძალთა შორის განსხვავებას ობიექტურად ვერ ასახავს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დანიელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი მასპინძელთა კარის ძელს და შეხვედრის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ესპანურ გუნდს თვალისმომჭრელი უპირატესობა ნამდვილად არ ჰქონია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველს, მან...
გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა
დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: „სევილიასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში სტუმრების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩინებულად ითამაშა, გამორჩევით ვარსკვლავური კი პირველ ტაიმში გახლდათ, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ორჯერ იხსნა „ღამურების” კარი გოლისგან: გიორგიმ ორივე ეპიზოდში რაფა მირი გაამწარა — ჯერ შორიდან გასროლილი აუღო, კუთხურს კი „ვალენსიას” მეორე შეტევა და მირის თავური მოჰყვა, რომელიც სასწაულებრივად მოიგერია....
ლოპეტეგი მგლებში?
„სევილიას“ დამრიგებელმა ხულენ ლოპეტეგიმ, შესაძლოა, ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. „მგლების“ ხელმძღვანელობამ ახლახან ცუდი შედეგების გამო პორტუგალიელი სპეციალისტი, ბრუნუ ლაჟე გაათავისუფლა და ახალ მწვრთნელს ეძებს. თავის მხრივ, არც ლოპეტეგის აქვს საქმე კარგად ანდალუსიურ კლუბში. პრიმერა დივიზიონში 7 ტურის შემდეგ ხუთქულიანი სევილია მე-17 ადგილზეა და და მხოლოდ ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. ლოპეტეგი „სევილიაში“ 2019 წლიდან...
ხოჭოლავას პირველი ქულა
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს” ჩემპიონთა ლიგაში შინ აგერ უკვე ოთხი თამაშია არ წაუგია. ეს ზოგადად, ძველიდან თუ დავითვლით. მიმდინარე გათამაშებაში კი წუხელ დანიელებმა „სევილიასთან” 0:0 ითამაშეს და G ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვეს. „კოპენჰაგენმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2016 წლის მერე წლეულს პირველად ითამაშა, ოღონდ ერთი კვირის წინ დორტმუნდში 0:3 წააგო, რასაც ზედ ფანების აყალ-მაყალი დაერთო და...
კუნდეს უცნაური მოგზაურობა
ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა....
კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება
„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...
ურტყეს ერთმანეთს
სევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე...
რემონტადა!
სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის...
შიშველი ხორვატის დაბრუნება
ხორვატმა ივან რაკიტიჩმა „კამპ ნოუზე” ფორმა გაიხადა და „ბარსელონას” ქომაგებს უსახსოვრა. ეს გახლდათ ნახევარმცველის პირველი დაბრუნება იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელთათვისაც მან 2014-20 წლებში ოთხჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ მოიგო „სამეფო თასი”, ერთხელ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ერთხელ უეფას სუპერთასი აღმართა და ერთხელაც კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შარშან, როდესაც ვეტერანმა განშორების შემდეგ ამავე სარბიელზე...









