ჭდე: სევილია

Home სევილია
მესის მკლავი გაებზარა
ჩანაწერი

მესის მკლავი გაებზარა

„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...

როგორ გააფრინეს ინგლისელებმა
ჩანაწერი

როგორ გააფრინეს ინგლისელებმა

ინგლისელმა ფანებმა სევილიაში მთელი ღამე ილოთეს და ისე მოიქცნენ, რომ ესპანეთის სპეცრაზმთან მოუხდათ შეტაკება. ესპანელები ინგლისელებს დღეს საღამოს, 22 საათსა და 45 წუთზე მასპინძლობენ ერთა ლიგის A ლიგის მეოთხე ჯგუფის შეხვედრაში. ამ ჯგუფში კიდევ ხორვატიაა. „ლა როხა” ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ინგლისელებსა და ხორვატებს თითო ქულა აქვთ. ქუჩის კამერებმა მრავალგზის დააფიქსირეს, როგორ ამტვრევენ ჭკუიდან გადასული...

რას ფიქრობს მუნირი?
ჩანაწერი

რას ფიქრობს მუნირი?

„ბარსელონას” სეზონურ განაცხადს შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი მოაკლდეს. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს მუნირის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო: ეთნიკურად მაროკოელი, დაბადებით კი მადრიდელი თავდამსხმელი „კამპ ნოუზე” უნდა დარჩენილიყო და ერნესტო ვალვერდეს გუნდში ადგილის მოპოვებისთვის ებრძოლა, მაგრამ სურათი შეიცვალა. „ბარსამ” „სევილიასგან” ისეთი წინადადება მიიღო, რომ ყურიდან ყურში გატარებად არ უღირს, თუმცა ფეხბურთელსაც არაფერს აძალებს. კლუბმა მუნირს...

ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა
ჩანაწერი

ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა

„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო. პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და...

ა-მა-ღამ!
ჩანაწერი

ა-მა-ღამ!

„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა. აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.” ანდა:...

ესპანეთმა ნასრისთვის ოთხწლიანი მოითხოვა
ჩანაწერი

ესპანეთმა ნასრისთვის ოთხწლიანი მოითხოვა

30 წლის ფრანგმა სამირ ნასრიმ გასული სეზონი ესპანურ „სევილიაში“ გაატარა, ამჟამად კი თურქული „ანთალიასფორის“ ღირსებას იცავს. ესპანურმა ანტისადოპინგო ასოციაციამ რეკომენდაციით მიმართა უეფას, რომ ფრანგი 4 წლით ჩამოაშორონ ფეხბურთს, რაც ფაქტობრივად, კარიერისთვის წერტილის დასმას ნიშნავს. მიზეზი ის გახლავთ, რომ ნასრის ესპანეთში ბურთაობისას სისხლი გადაუსხამს, რაც ანტისადოპინგო კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. ნასრიმ უკვე მიმართა უეფას აპელაციით, თუმცა „თერაპევტული...

ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?
ჩანაწერი

ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?

“სევილიამ” არგენტინელი მწვრთნელი ედუარდო ბერისო გაათავისუფლა. ბერისო ესპანურ გუნდში სულ შვიდი თვის მისული იყო. ერთი თვის წინ მან პროსტატის სიმსივნეზე იმკურნალა. სევილიელები ბერისოს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შეხვდეს, ყოველმხრივ მხარში დგომას და ერთგულებას ჰპირდებოდნენ. ლა ლიგაში “სევილია” 17 თამაშიდან 29 ქულით მეხუთე ადგილზეა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში...

სასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა
ჩანაწერი

სასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა

“სევილიას” ფეხბურთელები ახალმა ამბავმა დაზაფრა: მათ არგენტინელ მწვრთნელს, 48 წლის ედუარდო ბერისოს პროსტატის კიბო ჰქონია და ოპერაციის თარიღიც უკვე დანიშნული ყოფილა. სწორედ ამიტომ ზეიმობდნენ წუხელ, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის შეხვედრაში სევილიელი ფეხბურთელები “ლივერპულის” კარში გატანილ ყოველ გოლს განსაკუთრებით, მწვრთნელთან ერთად, ევერ ბანეგამ კი მატჩისშემდგომ ინტერვიუში საგანგებო სიტყვებიც თქვა: “გიჟური თამაში გამოვიდა. შესვენებისას (“სევილია” 0:3-ს აგებდა,...