30 წლის ფრანგმა სამირ ნასრიმ გასული სეზონი ესპანურ „სევილიაში“ გაატარა, ამჟამად კი თურქული „ანთალიასფორის“ ღირსებას იცავს. ესპანურმა ანტისადოპინგო ასოციაციამ რეკომენდაციით მიმართა უეფას, რომ ფრანგი 4 წლით ჩამოაშორონ ფეხბურთს, რაც ფაქტობრივად, კარიერისთვის წერტილის დასმას ნიშნავს.
მიზეზი ის გახლავთ, რომ ნასრის ესპანეთში ბურთაობისას სისხლი გადაუსხამს, რაც ანტისადოპინგო კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.
ნასრიმ უკვე მიმართა უეფას აპელაციით, თუმცა „თერაპევტული გამონაკლისის“ გაცემაზე, რაც მას სასჯელისგან დაიცავდა, უარი ეთქვა.
