ნეაპოლში დააკავეს სამი კაცი, რომელთაც „ნაპოლის’’ ბრაზილიელ ფეხბურთელს დავიდ ნერეშს 1 სექტემბერს 100 000 ევროიანი საათი წაართვეს. დანაშაული ქალაქის საგამოძიებო სამსახურის კარაბინიერებმა გახსნეს, პროკურატურამ კი დაკავებულებს ბრალი წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ ნერეში „მარადონას’’ სტადიონიდან „პარმასთან’’ შეხვედრის (2:1) შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როდესაც საცობში მოხვდა და მძარცველებმაც სწორედ მაშინ ჩაიდინეს დანაშაული. მათ ფეხბურთელს ავტომობილს უკანა შუშა ჩაუმტვრიეს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით საათი წაართვეს.
კარაბინიერებმა დამნაშავეებს ვიდეოთვალის მიერ ჩაწერილი გამოსახულებებისა და კამორასთან დაკავშირებული სხვა გამოძიების წყალობით მიაგნეს. კამორასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები სატელეფონო მოსმენებს აწარმოებდნენ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
